აი ისიც: Windows Mobile 6.5.3, იტერაციული, თითებზე-მორგებული Windows Mobile-ის რელიზი რომელიც უნდა შესულიყო 6.5.0 ვერსიაში. Microsoft-ის ბოლო მობილური მიღწევები სწორედ Sony Ericsson Aspen-ში იქნა რეალიზებული; ბიზნესზე ფოკუსირებული, QWERTY მონობლოკი 2.4 დიუმიანი QVGA TFT თაჩქრინიანი LCD ეკრანი, 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა, A-GPS Google Maps-ის 3.5 მ.მ. აუდიო ბუდე, WiFi და microSD სლოტი. ტელეფონი თეთრი ვერცხლისფერია და აქვს ოთხ სიხშირიანი GSM/EDGE ასევე HSPA 900/2100 ან 850/900/2100 სიხშირეებზე (რეგიონის მიხედვით). მოწყობილობა მეორე კვარტალში გამოვა.

დავუბრუნდეთ Windows Mobile 6.5.3 -ს რომელიც Microsoft-ის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დამწყებთათვის ამ რელიზში არის თითებზე უფრო მორგებული კონფიგურაცია (სტილუსი საჭირო არაა OS-ის დეტალური გამოყენებისას) არის მოცულობითი თაჩსქრინების მხარდაჭერა, და ასევე მულტითაჩის საწყისი მხარდაჭერაც. გაუმჯობესდა ბრაუზერიც, გვერდები უფრო ჩქარა იტვირთება და მეხსიერებასაც ეფექტურად იყენებს, სწრაფად ადიდებს და აბრუნებს საიტს ორიენტაციის მიხედვით. ეტყობა Microsoft საფუძვლიანად ემზადება Mobile World Congress-ისათვის.

One Response

  1. dzaan magari teleponia, zustad asets vedzebdi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.