კომპანია Samsung-მა დაასახელა პლანშეტური კომპიუტერების Galaxy Tab 2-ის გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება, რომლებიც იქნებიან Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ. Galaxy Tab 2-ის ხაზში შევიდა მოწყობილობები 7,0 და 10,1 დიუმიანი დიაგონლით. უმცროსი ვერსიის გარჩევადობა არის 1024×600 წერტილი, ხოლო უფროს ვერსიას გააჩნია 1280×800 წერტილი გარჩევადობა. გაჯეტებს აქვთ 1-გიგაჰერციანი პროცესორები ორი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 3-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ასევე დამატებითი წინა კამერა 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით ვიდეოზარებისთვის, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი, GPS-მიმღები, MicroSD-სლოტი და აქსელერომეტრი.
7-დიუმიან ეკრანს გააჩნია 8 გბ ჩაშენებული მეხსიერება. მისი ზომები შეადგენს 190×120×10,3 მმ-ს; წონა — 345 გ. 10-დიუმიან ვერსიის აღჭურვილობაში შედის ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ. მისი ზომები — 253×173×8,5 მმ; ხოლო წონა — 580 გ. შეკვეთების მიღება Galaxy Tab 2 (7.0)-ზე დღეს დაიწყება და მისი ფასი იქნება $250; ხოლო მათი მიწოდება მოხდება 10 დღის შემდეგ. მოწყობილობა Galaxy Tab 2 (10.1)-ის შეკვეთა ხელმისაწვდომი გახდება 4 მაისიდან ღირებულებით $400; მიწოდების დასაწყისი — 13 მაისი.
წყარო: PCWorld