Search

Need for Speed-ს დიდ ეკრანზე გადაიტანენ

Electronic Arts-ს გამოშვებული აქვს Need for Speed-ის 18 სერია, რომლებმაც სტუდიას 100 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

EA-ის საკულტო თამაშის ყველა მოყვარულს, სასიამოვნო სიახლე ელის. კომპანიის  გადაწყვეტილებით, დაგეგმილია ვიდეო თამაშს ეკრანიზაცია. სტუდია მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ კინო სტუდიებთან, როგორიც გახლავთ Warner Bros., Sony Pictures და Paramount Pictures. ამ მომენტისთვის, Electronic Arts-თან პარტნიორობის ყველაზე დიდი შანსი, Paramount Pictures -ს გააჩნია.

როგორც ცნობილი გახდა, EA დიდ თანხებს გაიღებს იმისთვის, რომ შემქნან ხარისხიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. სცენარზე ჯორჯ გატინსი (George Gatins ) მუშაობს, რომელიც ახალგაზრდული კომედიის, ”She’s Out Of My League”-ის აღმასრულებელ პროდიუსერი გახლდათ. ფილმის პროდიუსერი იქნება ცნობილი კინო სპეციალისტი, ჯონ გატინსი (John Gatins), რომლის უკანასკნელი ნამუშავერი  ”Real Steel” გახლავთ.

ამ დროისთვის, ფილმის სიუჟეტი უცნობია, თუმცა სავსებით რეალურია, რომ მისი სცენარი Need for Speed: The Run-ის მსგავსი გახდეს.

წყარო: Gamezone