
კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა ახალი თხევადკრისტალური მონიტორის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო სისტემების ვიზუალიზაციისთვის და საოპერაციო კომპონენტებისთვის.
წარმოდგენილ პანელს გააჩნია 55-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). კონტრასტი არის 4 000:1; სიმკვეთრე აღწევს 1 000 კდ/მ²-მდე.
Sony-ს უკვე გამოშვებული აქვს სამედიცინო მონიტორი 42 და 47 დიუმიანი დიაგონალით და 700 კდ/მ² სიმკვეთრით. მათში გამოყენებული იყო ტექნოლოგია CCFL (Cold Cathode Fluorescent Lamp), რომლის მეშვეობითაც მატრიცის განათება ხორციელდებოდა ფლურესცენციული ნათურების ცივი კათედორის საშუალებით. ახალი პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით.
ზაფხულში, Sony აპირებს, სამედიცინო დაწესბულებებისთვის 55-დიუმიანი თხევადკრისტალური-პანელების მასიური მიწოდების ორგანიზებას.
წყარო: Nikkei Business Publications
