2008 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა Android ოპ. სისტემის პირველი ვერსია, რომელმაც 3 წლის შემდეგ რევოლუცია მოახდინა ყველგან და ყველაფერში. ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც არ სმენია გუგლოფონების შესახებ. კომპანია Google-ის მონდომებით მოხდა სწორედ ამ ოპ. სისტემის ასეთ დონემდე განვითარება და თავიდან თუ მხოლოდ ლინუქსოიდები ინტერესდებოდნენ ამ სისტემით დღეს ის ყველას ინტერესს იწვევს.

სულ რაღაც სამი წელი გახდა იმისათვის საჭირო, რომ გამხდარიყო ყველაზე პოპულარული ოპ. სისტემა კომუნიკატორებისთვის, დაეპყრო პლანშეტების და გადაენაცვლებინა ტელევიზორებისაკენ და პერსონალური კომპიუტერებისაკენ. ასევე ხშირია კონკურენტი ფირმებისგან ხელის შემშლელი ფაქტორები, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ გვეხმარებიან პროდუქტის გაუმჯობესებაში. კონკურენტებს დიდი წვლილი მიუძღვის ტექნოლოგიური განვითარების დამუხრუჭებაში პატენტ-ტროლინგის საშუალებით. სწორედ კონკურენტების პანიკა მიუთითებს, რომ ანდროიდი სერიოზული კონკურენტია და საფრთხეს წარმოადგენს ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის.

მე კი პირადად, მინდა ჩემს უსაყვარლეს მობილურ ოპერაციულ სისტემას მივულოცო სამი წლის შესრულება და ვუსურვო უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.