Search

Samsung ანახლებს 15,6-დიუმიან ნოუთბუქს Chronos-ს

კომპანია Samsung-მა 15,6-დიუმიანი პორტატული კომპიუტერი Chronos გადაიყვანა Intel-ის ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე Ivy Bridge-ზე. ნოუთბუქი NP700Z5CH მიიღებს 22-ნანომეტრიან პროცესორს Core i7-3615QM-ს ოთხი 2,3-გიგაჰერციანი გამომთვლელი ბირთვით (3,3 გჰც-მდე ტურბო-რეჟიმში) და გრაფიკულ კონტროლერს HD Graphics 4000 DirectX 11-ის მხარდაჭერით. სტანდარტული კონფიგურაციით ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა არის 1 ტბ.

დისპლეი SuperBright-ს გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა და სიმკვეთრე 300 კდ/მ². კომპიუტერის შემადგენლობაში შედის: დისკრეტული ვიდეობარათი GeForce GT 640M 1 გბ მეხსიერებით, DVD-რექორდერი, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, სტერეფონური დინამიკები 4 ვტ-ის სიმძლავრით, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერი, ორი USB 3.0 და ერთი — USB 2.0 პორტი.

Chronos-ის ზომები შეადგენს 362,1×238,5×23,9 მმ-ს, ხოლო ლეპტოპის წონა — 2,4 კგ. მოწყობილობაში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Windows 7 Home Premium.

Chronos NP700Z5CH-ის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

წყარო: Softpedia