Search

RIM: BlackBerry 10

BlackBerry World 2012-ის სცენაზე გამოვიდა RIM-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ტორსენ ჰეინსი (Thorsten Heins), რომელმაც გარდა იმისა, რომ მოახდინა RIM-ის ახალი მობილური პლატფორმის ელემენტების დემონსტრირება, ასევე აჩვენა მსოფლიოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს დანებებას. RIM თავის იმედებს ამყარებს BlackBerry 10-ზე სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელიც არის კონცენტრირებული ვირტუალურ კლავიატურაზე და უარს ამბობს ფიზიკურ კლავიატურის მემკვიდრეობაზე და BlackBerry 7-ზე. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის კომპანიის მობილურ ბაზარზე დარჩენის უკანასკნელი შანსი, RIM როგორც გამოიყენებს ამ შანს ის წარიმართება მისი მომავალი საბოლოო ჯამში. 

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ მე მჯერა იმ უნიკალური ფასეულობების, რასაც BlackBerry ყოველდღიურად სთავაზობს ჩვენს კლიენტებს“, — განაცხადა ტორსენ ჰეინნსმა. მან ისაუბრა RIM-ის პლატფორმის მთილან გადატვირთვაზე, რომელიც „გადავა შემდეგ დონეზე და იქნება უნიკალური. კომპანიის მიერ წარმოდგენილ BlackBerry 10 Dev Alpha-ს არ აქვს ფიზიკური კლავიატურა, რომელიც ყოველთვის მათი სავიზიტო ბარათი იყო . თუ ის არ იქნება რატომ გამოიყენებენ RIM-ის მოწყობილობებს მისი ფანები? და რა აიძულებს სხვა პლატფორმის მომხარებლებს გადავიდნენ BlackBerry-ის ტელეფონებზე?

აშკარაა, რომ პასუხი ამ კითხვებზე იმალება აპლიკაციებში. RIM-მა სცადა გაეკეთებინა საუკეთესო ჩაშენებული პროგრამები მოწყობილობისთვის — პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო მშვენიერი პროგრამული კლავიატურა და მოულდნელად ინოვაციური აპლიკაცია ფოტოკამერისთვის.

კომპანია საბოლოოდ არ გამორიცხავს ფიზიკურ კლავიატურას, თუმცა როდესაც მთავარი მოწყობილობა გამოდის მის გარეშე, ნათელი ხდება, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ახალი პლატფორმა იმედის მომცემია. ახალი ინტერფეისი Flow იყენებს ჟესტებს, რაც იძლევა სწრაფი გადაადგილების საშუალებას დოკუმენტბის აპლიაკციებსა და ეკრანის აპლიკაციებს შორის. თითის სწარფი დაჭერით ეკრანზე გამოდის არჩეული პანელი. დემონსტრაციის დროს ყველაფერი მუშაობდა ხარისხიანად შეფერხებების გარეშე.

კომპანიის არსებული ვირტუალური კლავიატურა, რომელიც ნაცნობია BlackBerry Storm-ის მომხარებლებისთვის, მიიღებს პროგრამულ განახლებას დამატებითი კლავიატურის სახით. RIM-ის პროგრამული პორტფელიოს უფროსმა ვივეკ ბარდავაიმ განაცხადა, რომ ეს კლავიატურა იმახსოვერბს, როგორ ბეჭდავს მასზე მომხარებელი და ეწყობა მისი ბეჭდვის სტილს. მაგალითად, იმისთვის, რომ  შემთხვევით არ დააჭირო ღილკა I-ს O-ს მაგივრად.

ვირტუალური კლავიატურა ბევრ რამეში დამოკიდებულია ჟესტებზე. თუ ეკრანს ჩქარა შემოვაბრუნებთ ქვევით, მოწყობილობაზე გამოჩნდება სიმბოლოები და ციფრები. ხოლო ინტელექტურალური ტექსტური ტექნოლოგია გვთავაზობს სიტყვებს, რომლის განთავსებაც შესაძლებელია შეტყობინებაში. ბეჭდვის პროცესი ის სასიამოვნოდ გამოიყურება, რომ შესაძლებელია RIM-ის მომხმარებლება მალე დაივიწყონ ფიზიკური კლავიატურა, რომელიც უკვე დიდი ხანია შეიყვარეს.

ბოლოს დემონსტირერბული იყო BlackBerry 10-ის კამერის ფუნქციონალი. როდესაც კამერა ჩართულია, ის იმახსოვრებს ყველაფერს რასაც ხედავს. შესაბამისად, თუ ვინმემ გადაღების დროს დახუჭა თვალები, დროის წინა ან უკანა გადაწევის მეშევეობით, შესაძლებლია გადაღების დროს იდეალური მომენტის პოვნა, როდესაც ადამიანს თვალები გახელილი ჰქონდა. ცვილებების შეტანა შესაძლებელია სურათის არჩეულ მონაკვეთზე ისე, რომ სხვა ადგილბი დარჩება ხელშეუხებელი.

როგორც მოსალდნელია, BlackBerry 10 გამოვა შემოდგომაზე ახალ მოწყობილობზე, რომლებიც ოპტიმიზირებული იქნება პლატფორმასთან. დემონსტრაციამ აჩვენა, რომ პლატფორმას აშკარად აქვს პოტენციალი. თუ RIM შეძლებს დეველოპერების ყურადღების მიქცევას, სავარუდოდ ის დაბრუნდება ბაზარზე. თუნდაც ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით. მთავარია შეურთდებიან თუ არა მომხარებლები RIM-ის ახალ პლატფორმას.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=JEPYYo0-gfc[/youtube]