Search

Micron-მა წარმოადგინა პირველი სრულფუნქციონალური მეხსიერების მოდული DDR4 DRAM

კომპანია Micron-მა დაიწყო თავისი პირველი სრულფუნქციონალური ოპერატიული მეხსიერების მოდულის DDR4 DRAM-ის ნიმუშების მიწოდება.

DDR4 წარმოადგენს DDR-ის წინა თაობების ევოლუციონურ განვითარებას. ახალი თაობის მეხსიერება გამოირჩევა გაზრდილი სიხშირის მახასიათებლებით და კვების ძაბვის შემცირებით.

Micron-ის ნაწარმი, რომელიც დამზადებულია Nanya-სთან ერთად, იწარმოება 30-ნანომეტრიანი ტექნლოგიით 4 გბ-ანი მიკროსქემით. თავიდან მოდული DDR4 უზრუნველყოფს სიჩქარეს 2 400 მლნ-მდე გადაცემას წამში (megatransfers per second); პერსპექტივაში ეს მაჩვენებელი იზრდება 3 200 მლნ-მდე.

მოსალოდნელია, რომ 2013 წელს დაიწყება DDR4-ის კორპორატიული კლასის, მიკროსერვერების, პლანშეტური კომპიუტერების და სხვა მოწყობილობების აღჭურვილობის სეგმენტში შეტანა.

Micron გეგმავს ახალი თაობის მეხსიერების გამოშვებას RDIMM, LRDIMM, 3DS, SODIMM და UDIMM-ის მოდულების სახით.

წყარო: Micron