
სმარტფონების უმრავლესობაზე ჯერ კიდევ არ განახლებულია Android 2.1 ვერსიამდე (მათ შორის ჩემზეც) თუმცა Google უკვე ემზადება შემდეგი ვერსიის გამოშვებაზე ნომრით 2.2 რომლის კოდური დასახელებაცაა Froyo. შეგახსენებთ რომ მისი წინა ვერსიების სახელები იყო 1.6-Cupcake და 2.1 Eclair. 2.2 რელიზი ჯერ არ შემდგარა და ამიტომაც დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ მის ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია:
JIT კომპილატორი
დამატებითი თავისუფალი ოპერატიული მეხსიერება (RAM)
OpenGL ES 2.0
Flash 10.1-ის მხარდაჭერა
გამოსწორებულია “შეშლილი ეკრანის” პრობლემა (მულტითაჩი)
ფერადი ტეკბოლის აქტივაცია
FM-რადიო
JIT-კომპილატორი აუცილებლად იქნება ახალ რელიზში, დარჩა მხოლოდ დეტალების განხილვა Google I/O კონფერენციიაზე, სადაც უკვე წარმოადგინეს კომპილატორი დეველოპერებისათვის, რათა მოხდეს პროგრამების ტესტირება.
დამატებითი თავისუფალი მეხსიერება გათავისუფლდება ახალი ბირთვის წყალობით, რომელიც Linux-ის ახალ ბირთვზე იქნება დაფუძნებულია. ადრე ეს მხოლოდ CuyanogenMod-ში იყო რეალიზებული, რაც იმის დასტურია, რომ ეს ფუნქციაც აუცილებლად იქნება ახალ ანდროიდში.
Fryo-ში იქნება დამატებული ახალი ინტერფეისები და API Android NDK-თვის. ასე რომ დეველოპერებს ექნებათ OpenGL ES 2.0 ბიბლიოთეკების სრული მხარდაჭერა.
Flash 10.1 უკვე დიდი ხანია განიხილება Adobe-სა და Google-ს შორის და ეტყობა უკვე მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებებს, ასე რომ ამ ტექნოლოგიის სრული მხარდაჭერა იქნება რაც კიდევ ერთ პლიუსს წარმოადგენს კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით (Apple-ის iPhone-ზე და iPad-ზე სტივ ჯობსის გადაწყვეტილებით Flash პლატფორმა უახლოეს მომავალში და შესაძლოა არასოდეს არ იქნეს მხარდაჭერილი)
როდის უნდა გამოვიდეს ახალი ვერსია ცნობილი გახდება Google I/O 2010 კონფერენციაზე და მოსალოდნელია, რომ უფრო დეტალურად იქნება Android 2.2-ის ფუნქციონალი განხილული და რაც მთავარია გვეცოდინება მისი გამოსვლის თარიღი Nexus One სმარტფონისათვის.
