როგორც იქნა გამოვიდა Galaxy Note-ის ანდროიდის უახლეს ვერსიამდე განახლება, როგორც ჩვენს წინა პოსტში ვიტყობინებოდით მან მიიღო Premium Suite-ის სრული განახლებული პაკეტი და Android 4.0.4 ვერსიის საბაზისო ფუნქციონალი. რა თქმა უნდა უკვე განვაახლე ჩემი Note და მინდა აღვნიშნო, რომ მოწყობილობა გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სტილუსით მუშაობა უფრო კომფორტულია ვიდრე წინა ვერსიებში.

განახლების მისაღებად შედით პარამეტრებში>ტელეფონის შესახებ>პროგრამის განახლება

ხოლო root-ის მფლობელებმა (გამოცდილმა მომხმარებლებმა) შეგიძლიათ განაახლოთ შემდეგი ბმულიდან http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1646088

3 Responses

  1. ნინო ამბობს:

    რომ განვაახლებ ჩაწერილი პროგრამები ან თამაშები წამეშლება?

  2. რა თქმა უნდა არაფერი არ წაგეშლება

  3. ნინო ამბობს:

    დიდი მადლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.