
Samsung Galaxy S III-ს აქვს 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC-მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, განათების და მიახლოვების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და MicroSD სლოტი. სენსორულ HD Super AMOLED დისპლეის გააჩნია 4,8-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (720p).
გარდა ამისა, არის ორი კამერა: მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და წინა 1,9-მეგაპიქსელიანი კამერა. ოპ. სისტემა — Android 4.0 Ice Cream Sandwich. გვამცნობენ, რომ წინასწარმა შეკვეთება Samsung Galaxy S III-ზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით მიაღწია 9 მილიონს. პირველად სიახლის შეძენას შეძლებენ გერმანიაში მაცხოვრებლები, აპარატი გაყიდვაში გამოვა 29 მაისიდან.

წყარო: რეიტერი
