ეს რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ალფა ვერსიაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყინული დაიძრა და Apple-ის მოწყობილობაზე გამოჩნდა განსხვავებული ოპ. სისტემა, რაც ჯობსისთვის ალბათ შოკისმომგვრელი იქნება.
მახსოვს პირველად როგორ გავუშვი OpeniBoot და BusyBox ლინუქსი ჩემი მე-2 თაობის აიფოუნზე, მაგრამ ეს მხოლოდ კონსოლი იყო რომელსაც კომპიუტერიდან ვმართავდი. დღეს დრაივერების სრული პაკეტითა და GSM ქსელის სრული მხარდაჭერით დააყენეს Google-ის ღია ოპ. სისტემა Apple iPhone 2G-ზე, რომელის ჩამტვირთი სექტორიც ადვილად გატეხეს თავის დროზე. მემგონი დიდი დრო არ დასჭირდება სხვა აიფოუნებზეც, რომ გამოჩნდეს ეს “საოცრება”
შეგიძლიათ ნახოთ ავტორის ვერსია ან დამადასტურებელი ვიდეო:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=AfLnFADMeAA

რა მაინტერესებს ეს ხო ეხლა დემო – ა და ეს დაიხვეწება და რამე და ….
ეს თემაა თუ სისტემა ყენდება ?
ანუ ფლეშის საშვალება მაინც არ ექნება ?
და კიდე აპპლიკაციები დაიკარგება ?