
ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, Facebook-მა დაიქირავა Apple-ის რამოდენიმე ყოფილი თანამშრომელი საკუთარი კომუნიკატორის დასამზადებლად. გვამცნობენ, რომ პროექტში პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის სფეროში სულ მონაწილეობას იღებს ექვსი ადამიანი, რომლებიც ადრე დაკავებულები იყვნენ iPhone-ის დამზადებით.
გარდა ამისა, Facebook-ში გადავიდა პლანშეტ iPad-ის ერთერთი შემქმნელი. „ჭკვიანი ტელეფონი“, როგორც მოსალოდნელია მიიღებს არსებითად მოდიფიცირებულ Android-ის ოპ. სისტემის ვერსიას, რომელიც უზრუნველყოფს Facebook ონლაინ სერვისებთან მჭიდრო კავშირს. მოწყობილობის ტექნიკური მახასიათბელები, ჯერჯრეობით უცნობია. სმარტფონი შესაძლოა გამოვიდეს მიმდინარე წლის ბოლოს.

Facebook-ის შემქმნელი მაკრ ცუკერბერგი
Facebook-ს უკვე აქვს კომუნიკატორების გამოშვების გამოცდილება: 2011 წლის თებერვალში კომპანია HTC-თან ერთად წარმოდგენილი იყოს სამრტფონები Salsa და Chacha. ამ Android-აპარატებს აქვთ ცალკე გამოყოფილი ღილაკი Facebook-თან წვდომისთვის; ასევე, არის საფირმო ინტერფეისი Sense.
წყარო: New York Times.
