
კომპანია ViewSonic, Computex 2012-ის გამოფენაზე წარმოადგენს (5–9 ივნისი, ტაივანი) ახალი მოწყობილობების ხაზს Touch and Connect.
სერიაში შევა, «ჭვკიანი მონიტორი-ბიზნეს-კლასის პლანშეტი». კომპიუტერი მიიღებს 22-დიუმიან სენსორულ დისპლეის (გარჩევადობა არ სახელდება), ხოლო პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android (სავარაუდოდ, ვერისია 4.0 Ice Cream Sandwich). მოწყობილობა შემოთავაზებული იქნება, როგორც სამაგიდო სისტემა. გარდა ამისა, ViewSonic გეგმავს პლანშეტის პროტოტიპის დემონსიტრირებას Windows 8-ის მართვის ქვეშ. ინფორმაცია მოწყობილობის ტექნიკური მახასითებლების შესახებ, ჯერჯრეობით უცნობია.
Gartner-ის შეფასებით, 2011 წელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით რეალიზებულია 30 მლნ პლანშეტური კომპიუტერი სხვადასხვა პროგრამულ-აპარატულ პლატფორმებზე. პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს ასეთი მოწყობილობის მიწოდების რიცხვმა შესაძლოა მიაღწიოს 119 მლნ ცალამდე, ხოლო 2013 წელს ბაზრის მოცულობა გაიზრდება 182 მლნ ცალამდე.
წყარო: Engadget.
