კომპანია LG Display-მ განაცხადა, მსოფლიოში პირველი ეკრანის დამზადების შესახებ, რომელიც განკუთვნილია სმარტფონებისთვის და გააჩნია 1920×1080 პიქსელი გარჩევადობია (ფორმატი Full HD). წარმოდგენილი დისპლეი დამზადებულია AH-IPS (Advanced High Performance In-Plane Switching) ტექნოლოგიით. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 5 დიუმს; პიქსელების სიმჭიდროვე არის 400 ppi (წერტილი დიუმზე). შედარებისთვის: 3,5-დიუმიანი Apple iPhone 4S-ის Retina-პანელს გააჩნია 960×640 გარჩევადიბა და პიქსელების სიმჭიდროვე 326 ppi.

LG-ის განცხადებით, გამოსახულების ხარისხი ახალ ეკრანზე იმდენად მაღალია, რომ ადამინის თვალს არ შეუძლია გაარჩიოს ცალკეული წერტილები. პანელი გამოყენებული იქნება high-end-კლასის კომუნიკატორებში. 5-დიუმიანი Full HD ფორმატის დისპლეების მიწოდება დაიწყება წლის მეორე ნახევრიდან.

წყარო: Engadget.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.