
Dell Inspiron Duo
ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Dell პლანშეტ Latitude 10-ის გარდა, ამზადებს ტრანსფორმირებად ნოუთბუქს XPS 12-ს.
სიახლეს ექნება Inspiron Duo-ს ანალოგიური კორპუსის კონსტრუქცია. ის მიიღებს სენსორულ დისპლეის, რომელიც დამაგრებულია ჩარჩოში სამაგარების საშუალებით: რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ეკრანის გადატრიალება და უკანა მხრით დადება კლავიატურაზე, რის შედეგადაც ხდება ნოუთბუქის პლანშეტად გარდაქმნა.
იუწყებიან, რომ დისპლეის დიაგონალი, რომელსაც აქვს დამცავი Gorilla Glass-მინა შეაგენს 12,5-დიუმს, ხოლო გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). კომპიუტერის სისქე — 20 მმ, წონა — 1,4 კგ.
XPS 12-ის შიგთავსში განთავსებულია Intel-ის აპარატული პლატფორმა: სავარაუდოდ, Dell გამოიყენებს 22-ნანომეტრიან მესამე თაობის Core პროცესორს. საოპერაციო სისტემის როლს შეასრულებს Windows 8.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმერის კორპუსის დამზადების დრო გამოყენებული იყო ისეთი მატერიალები, როგორებიც არის ალუმინი და ნახშირბადის საშენი მასალა. სიახლის დებიუტი შედგება 2012 წელს.
წყარო: Liliputing.
