
კომპანია StatCounter აღნიშნავს Android ოპ. სისტემაში ჩაშენებული მობილური ბრაუზერის პოპულარობის საგრძნობ ზრდას. მაიში ყველა გავრცელებული ვებ-მიმომხილველი, მობილური აპარატების მომხმარებლებს შორის, იყო Opera, რომლის წილიც 21,9% იყო.
Android-ბრაუზერის წილი მსოფლიო ბაზარზე 21,1%-ია და აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „გუგლფონების“ გაყიდვების ზრდაა: გავრცელებული მონაცემებით, პირველ კვარტალში გაიყიდა 89,9 მილიონი სმარტფონი Android-ის ბაზაზე, წინა წლის მაჩვენებელი კი 36,7 მლნ იყო. ამიტომაც უახლოეს მომავალში, Android-ბრაუზერი შესაძლოა ყველაზე პოპულარული გახდეს.
რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს კომპანია Apple მისი წილი 19,5% შეადგენს.

