კომპანია Google-მა და Samsung-მა დაიწყეს ნოუთბუქ Chromebook Series 5 550-ის და ნეტტოპ Chromebox Series 3-ის გაყიდვები, რომლებიც არიან Chrome OS-ის ოპ. სისტემის მართვის ქვეშ.
კომპიუტერები პირველ რიგში განკთუვნილია ვებ-აპლიკაციებთან და ონლაინ სერვისებთან სამუშაოდ. ისინი იტვირთებიან მცირე დროში და აღჭურვილები არიან უკაბელო კავშირის Wi-Fi მოდულებით ინტერნეტთან შესაერთებლად.
ლეპტოპი შესრულებულია ორბირთვიან Intel Celeron 867-ის პროცესორზე ტაქტური სიხშირით 1,3 გჰც. 12,1-დიუმიანი დისპელის გარჩევადობაა 1280×800 წერტილი. «ქრომბუქს» აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ, ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, ქარდრიდერი «4 1-ში» და ვებ-კამერა. ასევე არის ორი USB 2.0 პორტი და DisplayPort++ ინტერფეისი. აკუმულატორული ელემენტის მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 6 საათამდე; მოწყობილობის წონა შეადგენს 1,46 კგ-ს.
მოდელი Chromebook Series 5 550 Wi-Fi-ის მხარდაჭერით შემოთავაზებულია $449; მოდიფიკაცია Wi-Fi და 3G მოდულობით ღირს $549.
ნეტტოპ Chromebox Series 3-ის განკარგულებაშია, ჩიპი Celeron B840 ორი 1,9-გიგაჰერციანი ბირთვით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 ადაპტერი, ექვსი USB 2.0 პორტი, ორი DisplayPort++ ინტერფეისი და კონტროლერი Gigabit Ethernet. სიახლის ფასი არის $329.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=oLUPlTA9gsY[/youtube]
წყარო: SlashGear.