კორეულმა კომპანიამ გადაწყვიტა, თავისთვის უჩვეულო სფეროში ძალების მოესინჯვა და წარმოადგინა საკუთარი ღრუბლოვანი სათამაშო სერვისი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”Samsung Cloud Gaming”.

ახალი სერვისის შექმნაზე Samsung და კომპანია Gaikai მუშაობდნენ, რომელიც ღრუბლოვანი სისტემის ვიდეო თამაშების დისტრიბუციის წამყვანი პროვაიდერია. Samsung Cloud Gaming-ის დახმარებით, შესაძლებელი იქნება, ვიდეო თამაშების გაშვება, Samsung LED 7000 series 2012 და Smart TV ტელევიზორების პანელის საშუალებით. სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე, მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ აშშ-ში.

საინტერესოა რომელი კონტროლერები იქნება თავსებადი Smart TV-სთან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში Samsung შეძლებს სათამაშო კონსოლების შევიწროებას. თუმცა კი პერსპექტივაში, სავსებით რეალურია.

 

წყარო: ubergizmo

2 Responses

  1. ჯიგრების კიდევ ერთი ჯიგრული სიახლე 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.