რამდენად ხშირად დაგიჭერიათ ქალაქში უფასო WiFi სიგნალი? მაშინაც კი, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ინტერნეტთან კავშირი, მისი სიჩქარე და ხარისხი, ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეხმარებათ ძლიერი ანტენა.

Super WiFi Antenna უერთდება კომპიუტერს სტანდარტული USB პორტით. ანტენას დამატებით მოყვება 4.5 მეტრიანი კაბელი. ამინდის ცვლილების შემთვევაში, სიგნალის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ანტენა აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის სტაბილურ მიღებას. ანტენას გააჩნია ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ინსტალაციისთვის ოპტიმალური ადგილი. ანტენის მოქმედების რადიუსი 1.5 კილომეტრს შეადგენს.

Super WiFi Antenna-ს ღირებულება 80-დან 120 დოლარამდე მერყეობს (მოდელების მიხედვით). ანტენის ყიდვა შეგიძლიათ აქ.

წყარო: redferret

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.