მანამ სანამ ველოდებით HP-ის მიერ WebOS-ის განვითარების ახალ გზას, ცნობილი ხდება, რომ ისინი მალე წარმოადგენენ ღრუბლოვანი გამოთვლების სერვისს, რომელიც Amazon Web Services-ის კონკურენტი იქნება. HP-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მენეჯერი ზორავარ სინგი ამბობს, რომ ისინი მალე წარმოადგენენ ამაზონის მსგავს სერვისებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ინდივიდუალურ დეველოპერებზე. გამოვა უამრავი ინსტრუმენტი პროგრამისტებისათვის და სისტემური ადმინისტრატორებისთვის. ამისათვის HP-მ შეიძინა ისეთი სტარტაპები, როგორიცაა Vertica და Autonomy.
წყარო: Engadget
