
ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომპანია Sony Mobile Communications გამოუშვებს ფლაგმანურ სმარტფონს LT30-ს. იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს სენსორულ დისპლეის 4,6-დიუმიანი დიაგონალით, რომლის გარჩევადობაც იქნება 720×1280 წერტილი. ნახსენებია 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080p ფორმატში. სმარტფონის აღჭურვილობაში, ასევე შევა წინა კამერა, რომელსაც შეეძლება მატერიალების გადაღება 720р ფორმატში.
მოდელ LT30-თვის გათვალისწინებულია MHL (Mobile High-Definition Link) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კომუნიკატორი აღჭურვილი იქნება მეტალის უკანა საფარით. მისი ზომები შეადგენს 129×68×9 მმ-ს, ხოლო წონა — დაახლოებით 140 გ. სავარაუდოდ, პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich. სიახლის გაყიდვების დაწყების თარიღი არ სახელედება.
წყარო: GSMArena.com.
