ბევრი მცდელობებისა და კვლევების შემდეგ, სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი ადამიანია, დაავადებული მალარიით, ან შიტოსომოზით (ტროპიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზიც, მიკროსკოპული მწერია), ან არიან ნემატოდის მრგვალი ჩხირების მატარებელნი. გვხდება კომბინირებული შემთხვევებიც.
იმისათვის, რომ შევძლოთ ყველა ამ ადამიანის დახმარება და ამასთანავე მკურნალობის ფასის დაწევა, ამერიკელმა მეცნიერებმა დაიწყეს ჰიბრიდული მედიკამენტის შემუშავება, რომელსაც სამივე დაავადებასთან ერთდროულად ბრძოლა შეეძლება.
რათქმაუნდა აღნიშნული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები არსებობს. თუმცა არსებობს გაუთვალისწინებელი მომენტიც — მიკროორგანიზმების ევოლუცია: მიკრობების დიდმა ნაწილმა გამოიმუშავა იმუნიტეტი მედიკამენტების უმეტეს ნაწილზე, რაც ექიმებს დოზების და მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობის გაზრდას აიძულებს. ყველაფერ ამას მივყავართ საშიშ გვერდით ეფექტებამდე. რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) თანამშრომლებს, მოუვიდათ ჰიბრიდული პრეპარატების შექმნის იდეა, რომლებსაც შეეძლებათ რამდენიმე ტიპის პარაზიტთან შებრძოლება. ამ იდეის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში მიკროორგანიზმებს ძალიან გაუჭირდებათ წამლის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება, რადგან წამალს გააჩნია ორმაგი, შესაძლოა სამმაგი ეფექტიც კი.
ჰიბრიდული მედიკამენტის პირველი ნიმუში თავის თავში მოიცავს ერთდროულად ორი ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულის სტრუქტურას — მალარიის საწინააღმდეგო ამოდიაკვინს და მასთან დაკავშირებული ფუქსონის კოვალენტურ ბმას, რომელიც გამოყოფს აზოტის ზეჟანგს და ამის გამო მას გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული თვისება. ამას გარდა, ამოდიაკვინი არის ფართო მოქმედების სპექტრის მედიკამენტი, ასევე ეს მედი ამ მომენტისთვის გადის ტესტირებას, როგორც კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი.
in vitro და ex vivo-ტესტებში „ჰიბრიდმა“ აჩვენა მაღალი ეფექტურობა ერთდროულად სამი პარაზიტის წინააღმდეგ: Plasmodium falciparum, Schistosoma mansoni და Ancylostoma ceylanicum.
წყარო: Chemistry World

