
ბერლინში IFA-ზე წარმოადგინეს Desire სერიის ახალი სმარტფონი, რომლის მთავარი თავისებურება ა რის 8 ბირთვიანი და 64 ბიტიანი Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 615 1.5 გჰც. ამის გარდა მას აქვს 5,5 დიუმიანი IPS ეკრანი 1280 x 720 გარჩევადობით, 2 გბ. ოპერატიული მეხსიერება და 16 გბ. საცავი, რომლის გაზრდაც MicroSD ბარათებით არის შესაძლებელი.


ამის გარდა აპარატს აქვს 13 მეგაპიქსელიანი მთავარი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, BoomSound დინამიკები, ყველა ტიპის უკაბელო ქსელების მხარდაჭერა და აკუმულატორი 2 600 მა/სთ ტევადობით.
Desire 820 ნათელ ფერებშია წარმოდგენლილი და აღსანიშნავია, რომ კორპუსის სიმყარის უზრუნველსაყოფად ის უბრალოდ შეღებილი არ არის და ფერადი პლასტმასის მთლიანი ბლოკისგან არის გამოჭრილი. გაყიდვაში იქნება სმარტფონის ორი მოდიფიკაცია ერთი და ორი სიმ-ბარათის სლოტით.
