NASA-01

NASA-ის სპეციალისტები გეგმავენ რაკეტებისა და რაკეტამატარებლების მაკომპლექტებელი ნაწილების პირველი ცდების ჩატარებას, რომლებიც განკუთვნილია 2014 წლის ბოლოს ადამიანის მარსზე გასაგზავნად. ზემძიმე რაკეტა-მატარებლის SLS (Space Launch System) ძირითადი კომპონენტები  უკვე მზადაა, განაცხადა პროგრამა SLS-ის  ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

სააგენტო სამი წლის განმავლობაში ემზადება SLS სისტემების გამოცდებისათვის. NASA-ის სპეციალისტების თქმით, პროექტ SLS-ის და Orion-ის გუნდის წევრები მზად არიან ერთობლივი სამუშაოებისთვის პროგრამის წარმატებით დასასრულებლად.

მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი Orion-ის პროტოტიპის ცდები სააგენტომ დეკემბრისათვის დაგეგმა, ხოლო SLS რაკეტების ძრავების ტესტირება – შემოდგომაზე. NASA რამდენიმე ტიპის რაკეტის შექმნას გეგმავს. ამ დროისთვის სააგენტომ განაცხადა ორი ტიპის რაკეტა-მატარებლის შესახებ: მსუბუქი (77 ტონამდე) და მძიმე (143 ტონამდე) ტვირთგამწეობით. პირველის ფასი შეადგენს დაახლოებით შვიდ მილიარდ დოლარს; მისი გაშვება კი 2018 წლის ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

“ჩვენ ახლა ვატარებთ სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც ადამიანს მარსზე გაამგზავრებს„ – განაცხადა NASA-ის უფროსმა, ა.შ.შ-ის საზღვაო ძალების ვეტერანმა ჩარლზ ბოლდენმა (Charles bolden). “ჩვენ განზრახული გვაქვს რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რაკეტა-მატარებლის და მსთან დაკავშირებული დამხმარე სისტემების მშენებლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს“.

14-229b

ახალი ორლეანის სადგომზე, უკვე მონტაჟდება SLS-ის პირველი ტესტებისათვის საჭირო კომპონენტები. წლების წინ სწორედ აქ მიმდინარეობდა ამერიკული რაკეტა მატარებლების სერია Saturn-ის მშენებლობა. ერთ-ერთი მათგანი, Saturn V, 1996 წელს დაეხმარა აპარატ Apollo 11 გაეყვანა პირველი ადამიანები მთვარეზე და ასევე ორბიტაზე გაიყვანა ერთადერთი ამერიკული სადგური Skylab. დღემდე რაკეტა-მატარებელი Saturn V რჩება მსოფლიოში ყველაზე მძლავრად აპარატად მტვირთგამწეობის კუთხით (140,9 ტონამდე).

„ჩვენი ქვეყანა შეუდგა ძალიან ამბიციური პროგრამის რეალიზებას, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსის ათვისებას,  ვალდებულები ვართ ის წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების გამო, სწორედ მათ მოგვცეს ამის საშუალება”, – განაცხადა რობერტ ლაიტფუტმა (Robert Lightfoot) NASA-დან.

ე.ი, 16 ძრავი RS-25, რომელიც განკუთვნილია SLS-ის ოთხი სატესტო გაფრენისათვის, უკვე აწყობილია და მზადაა პირველი გამოცდებისთვის. ძრავები განთავსებულია მისისიპის შტატში, ჯონ სტენისის სახელობის კოსმოსურ ცენტრში – ა.შ.შ-ში ყველაზე დიდ სარაკეტო ძრავების გამოსაცდელ ცენტრში.

ამავდროულად, NASA-ის კონტრაქტორმა – აეროკოსმოსურმა კომპანია ATK (Alliant Techsystems Inc.) – უკვე დაასრულა ხუთსეგმენტიანი სარაკეტო ამაჩქარებლების ტესტირება. ეს ამაჩქარებლები წარმოადგენს დამატებით რეაქტიულ მოწყობილობებს, რომლებიც რაკეტის ასაჩქარებლად და მისი მოძრაობის დასაკორექტირებლად გამოიყენება.

წყარო: NASA

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.