
Hewlett-Packard–მა განაახლა პერსონალური კომპიუტერი TouchSmart 600 Quad: დესკტოპ–მონობლოკი აღჭურვილია Core 2 Duo პროცესორით, მწარმოებლური ჩიპით Core i7 ტაქტური სიხშირით 1,6 ან 1,73 გჰც.
ვიდეოსისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად ინტეგრირებული ადაპტერი შეიცვალა 1გბ nVidia GeForce GT 230M ვიდეო კონტროლერით.
წინა მოდელებთან შედარებით სისტემას გააჩნია 23–დიუმიანი სენსორული დისპლეი Full HD გაფართოებით, 8გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი 750გბ, 1ან 1,5 ტბ, DVD writer ან Blu-Ray-დრაივი. დესკტოპს ასევე გააჩნია ქარდრიდერი რომელსაც აქვს ფლეშ–ბარათის ექვსი ფორმატის მხარდაჭერა, Ethernet–შემაერთებელი, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth მოდული და ასევე რამდენიმე დინამიკი.
პროგრამულ პლატფორმად გამოიყენება Windows 7 Home Premium, Professional ან Ultimate ვერსია.
განახლებული TouchSmart 600 Quad გაყიდვაში გამოვა 10 თებერვალს და ფასი 1 699$ იქნება.
გამოყენებულია TCMagazine-ის მასალები.
