ეს რომ დაიჯერო, უნდა ნახო. გუგლის ექსპერიმენტული განყოფილება ორი წელი მუშაობდა მფრინავი რობოტების შექმნაზე, რომელთაც შეუძლიათ ამანათების მოტანა. დღეისათვის, Google მზადაა წარმოგვიდგინოს პროგრამა, რომელიც ცნობილია სახელით Project Wing.

გუგლის წარმომადგენლები დრონებს ავსტრალიაში ფერმებთან ტესტავენ. პირველადი დახმარების საშუალებების ნაკრები, შოკოლადები და წყალი უკვე გაიგზავნა მფრინავი რობოტების საშუალებით. ამგვარი ტექნოლოგიები ძალიან სასარგებლო იქნება ბუნებრივი კატასტროფების დროს. მაგალითად, მიწისძვრის ან ქარიშხლის დროს, როდესაც კონკრეტული ადგილი მიუვალი ხდება.

ასევე, Amazon-მა დაიწყო მუშაობა საკუთარ 30-წუთიან დრონის მიმტან სერვისზე.

 

[iframe width=”728″ height=”410″ src=”//www.youtube.com/embed/cRTNvWcx9Oo?rel=0″ frameborder=”0″ allowfullscreen=”]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.