ბერლინში IFA-ზე კომპანია Intel-მა წარმოადგინა Core M სერიის ახალი პროცესორები, რომლების 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იწარმოება. პრეზენტაციის მსვლელობისას კირკ სკაუგენმა (Intel-ის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა და PC Client Group-ის მმართველმა) აჩვენა Core M-5Y10/5Y10a/M-5Y70 და კომპანიის გეგმები გააცნო საზოგადოებას. ახალი ჩიპები გამოირჩევიან შემცირებული ზომით რაც მათ ენერგომოხმარებაზე და ავტონომიურ მუშაობაზე დადებითად აისახა. ვიდეოს გაშვების რეჟიმში ჩვეულებრივი კომპიუტერი 8 საათის განმავლობაში შეძლებს მუშაობას.

ახალი პროცესორები გააუმჯობესებს თხელი აპარატების მუშაობას, რომლებსაც არ აქვთ აქტიური გაციების სისტემები. ახალი მოწყობილობები, რომლებიც ამ ჩიპებზე იმუშავებენ არის Apple MacBook Retina ეკრანით, რომელსაც არ ექნება ვენტილატორი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო Intel-ის სხვა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც Wireless Display 5.0-სა და Intel Smart Sound  ტექნოლოგიას ეხება.

კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, სიახლე გამოყენებული იქნება 2-1-ში ტიპის მოწყობილობებში, რომლებსაც უშვებს კომპანიების Toshiba, Asus, HP, Acer, AlpenTab და სხვ. პირველი მათ შორის იქნება ტრანსფორმერი Lenovo ThinkPad Helix ხოლო 2014 წლის ბოლომდე გამოვა Acer Aspire Switch 12, Transformer T300 Chi, Envy X2 და ZenBook UX305.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.