თუ ოდესმე გინდოდა გაგეზიარებინა ინდივიდუალური საინფორმაციო რუკა – რუკის კონტურებით, დისტანციებით, მიმართულებებით, საკუთარი ინტერესებით – Google’s Maps Engine Lite საუკეთესო არჩევანია. პროდუქცია სრულიად უფასოა.
Maps Engine Lite საუკეთესოდ მუშაობს Google Chrome ვებ-ბრაუზერთან. თუ არ გაქვს ეს ბრაუზერი, შეგიძლია გადმოწერო აქედან.
Maps Engine Lite-ის გამოსაყენებლად საჭიროა ავტორიზებული იყო Google-ის ექაუნთში. ასე რომ, შენ შეგეძლება გქონდეს წვდომა, შეინახო და გააზიარო საკუთარი ნამუშევარი.
საკუთარი რუკის შექმნის დაწყებისთვის დააჭირე საქაღალდის ღილაკს ზედა მარცხენა პანელზე. აქედან შენ შეგიძლია დაიწყო ახალი რუკის შექმნა ან გახსნა უკვე შექმნილი რუკები.
კონტურის მოსახაზად, უბრალოდ, აირჩიე ხაზის ინსტრუმენტი, დასვი წერტილები და ისინი ავტომატურად შეერთდება ხაზით, რათა მიეცეს ფორმა.
ერთ-ერთი საუკეთესი მიზეზი საკუთარი რუკის შექმნისა და გაზიარების, არის ის, რომ შენ შეგიძლია დაამატო ადგილის ნიშნები სასურველი ინფორმაციითა და ფოტოებით.
ასევე, შეგიძლია შეინახო მიმართულებები. მაგალითად, შენ შეგიძლია მიუთითო სპეციფიური მოსახვევები და დაეხმარო შენს მეგობრებს, რომლებიც ლაშქრობაზე მიდიან.
დაამატე ფოტოები და ვიდეოები
ფოტოების ან ვიდეოების დასამატებლად, მონიშნე ადგილი, დააჭირე კამერის ხატულას, დაამატე ფოტო ან ვიდეო URL.
მონაცემთა იმპორტირება
თუ ბევრი მონაცემი გაქვს დასამატებელი, შეგიძლია მოახდინო მონაცემთა იმპორტირება CSV, KML ან XSLX (Excel) ფორმატებში. იმპორტირებული პუნქტები ავტომატურად დაემატება შენს რუკას.
რუკაზე, ასევე, შეგიძლია შეცვალო ბექგრაუნდის ფერები, სტილი, ტრანსპარანტები.
Google’s Maps Engine Lite არის ძლიერი, გამოსაყენებლად მარტივი და უფასო ინსტრუმენტი ინდივიდუალური რუკის შესაქმნელად.

