ახალგაზრდა კომპანია ბრუკლინიდან გვთავაზობს ინოვაციური მობილურ მოწყობილობას goTenna, რომელიც ქმნის საკუთარ დაცულ ქსელს ტექსტური შეტყობინებებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად. თქვენი სმარტფონი ერთგვარ ციფრულ რადიოდ გადაიქცევა, რომელსაც მოქმედების საკმაოდ დიდი რადიუსი აქვს.

გაჯეტი წარმოდგენილია ოთხ ფერში და მისი გამოყენება შესაძლებელია სამარტფონთან პირდაპირი მიერთების გარეშე, ანუ შეგვიძლია ზურგჩანთით ან ჯიბით ვატაროთ. ავტონომიური მუშაობის და საიმედოობის თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული და ყოველ გაგზავნილ შეტყობინებაზე ვტომატურად გენერირდება მისვლის რეპორტი და თუ გარკვეული დროის განმავლობაში პასუხი არ მოდის ავტომატურად ხორციელდება ხელახალი გაგზავნა.

features-id-1

goTenna დაცულია წყლისა და ჭუჭყის ზემოქმედებისგან. მას აქვს ფლეშ-მეხსიერება 1000 შეტყობინების შესანახად და აქვს ლითიუმის აკუმლატორი, რომელიც microUSB პორტიდან იმუხტება. სამწუხაროდ მისი შეცვლა შეუძლებელია, თუმცა დამუხტვის პროცესში მისით სარგებლობა არ იზღუდება. სმარტფონთან კავშირისათვის გამოიყენება Bluetooth LE მოდული, რომელიც ზედაბალი ენერგომოხმარებით ხასიათდება (0.01 დან 0.5 ვტ). სმარტოფნი რომ სრულად დაიცალოს და არ იყოს კავშირი goTenna მაინც მიიღებს შეტყობინებებს და მათი გამოტანა მოგვიანებითაც იქნება შესაძლებელი.

GoTenna-all2-780x520

მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ორივე მთავარი პლატფორმისათვის, Android 4.x.x და iOS 7 და უფრო ახალი. საინტერეოს შესაძლებლობეს შორის არის თვითგანადგურებადი შტყობინებების გაგზავნა, რომლებსაც სიცოცხლის გარკვეული ვადა აქვთ, ასევე არის პინგის ფუნქცია, რითაც ვიგებთ უახლოესი მოწყობილობების მიახლოებით ადგილმდებარეობას მათი რუკაზე გამოსახვით. პროგრამაშ გამოიყენება საკუთარი რუკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად.

დიდი ქალაქების მაცხოვრებელთათვის goTenna მხოლოდ საინტერესო სათამაშო იქნება, რომლის გამოყენებას აზრი, მხოლოდ ბუნებაში გასეირნებისას ექნება. თუმცა გარკვეული რეგიონებისათვის კავშირის მსგავსი საშუალება შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ან სრულიადაც ერთადერთი ვარიანტი აღმოჩნდეს.

GoTenna-all

“ჩვენ უფრო ნაკლებად უნდა ვიყოთ გარეშე სერვისებზე დამოკიდებული, რომლებიც ახლა უზომოდ დიდ დროლ თამაშობენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში” – განმარტა CNET-თან ინტერვიუში goTenna-ს ერთ ერთმა პირველმა მყიდველმა დანიელ ლევიმ.

დანიელი პროფესიით – ვებ დიზაინერია და ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს სადაც ტროპიკული შტორმები ხშირიად ხდება და დიდ ნგრევასაც იწვევს, რაც ხშირად ენერგიისა და კავშირის გარეშე ტოვებს მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში. დროებით გამორთვას ადვილად უმკლავდებიან დიზელ-გენერატორების საშუალებით თუმცა ეს არ მოქმედებს კავშირზე.

მობილური ქსელი ხშირად ხდება მიუწვდომელი და მასთან ერთად მიუწვდომელი ხდება ინტერნეტი და კავშირის ყველა პოპულარული საშუალება. თუნდაც მორალურად მოძველებული საკაბელო კავშირიც ხშირად ვერ ასრულებს თავის დანიშნულებს.

goTenna-ში ჩაშენებული რადიომოდული გამოირჩევა მცირე სიმძლავრით (2 ვტ.) თუმცა ტექსტური შეტყობინების გადასაცემად 151 – 154 მჰც სიხშირე წამის მეათედებში საკმარისზე მეტიცაა. ამ მცირე მონაკვეთში მოწყობილობას შეუძლია უფრო დიდ სიმძლავრეებზეც ასვლა და ამით მისი ეფექტურობა ჩვეულებრივი ხელის რაციებზე მაღლა დგას. იდელურ პირობებში მას 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია სიგნალის გადაცემა.

GoTenna-range

დეველოპერები გვაფრთხილებენ, რომ გადაცემის მანძილი ყოველთვის დამოკიდებულია გარემო პირობებზე და უამრავ ფაქტორზე, ამიტომაც სხვა და სხვა ადგილას მოწყობილობა სხვა და სხვა მანძილზე იმუშავებს.

მოწყობილობის მთვარი დანიშნულება განურჩვლად გარემოსი მაინც ტურიზმი და ექსტრემალური სიტუაციებია. გადაცემული ტექსტი 224 ბიტიანი გასაღებით იშიფრება და გაგზავნამდე აუცილებელია მოწყობილებბის დაწყვილება ერთმანეთთან გასაღებების გაცვლის მიზნით. დამატებით ფუნქციონალში შედის ღია შეტყობინებების გაგზავნაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ექსტრემალურ პირობებში, რადგანაც ასეტ შეტყობინებას რადიუსში მყოფი ყველა მოწყობილობა მიიღებს.

goTenna-ს წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია და მისი ყიდვა მხოლოდ წყვილ კომპლექტაციაშია შესაძლებელი 150 დოლარად. ასევე არის პაკეტი ოჯახისათვის ოთხი მოწყობილობით 10 დოლარიანი ფასდაკლებით. ერთი ცალკეული მოწყობილობა 300 დოლარი ეღირება.

წყარო: Cnet

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.