ამ დღეების განმავლობაში ყურადღბის ცენტრში მხოლოდ Apple და მისი პროდუქტებია და კუპერტინოს წარმოდგენის გარდა მსოფლიოში რამე თუ ხდება ძნელად წარმოასდგენია. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის თუმცა Intel-ის დეველპერების კონფერენციაზე სან ფრანცისკოში წარმოადგინეს სრულიად ახალი პლანშეტი, რომელიც მაიკლ დელის კომპანიამ გამოშვვა და თვითონვე წარადგინა პრეზენტაციაზე.
პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის ყველაზე თხელი ტაბლეტია მსოფლიოში და მისი სისქე სულ 6 მილიმეტრია, რითაც Xperia Z2 Slate-ის რეკორდი მოხსნილია. მეორე რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს არის მსოფლიოში საუკეთესო პლანშეტის ეკრანი: 8.4 დიუმიანი 2560 x 1600 OLED პანელი საუკეთესო ფერებით. ეს Samsugn-ის პანელია რაც არ უნდა უცნაური იყოს ის უკეთესად გამოიყურება ვიდრე Samsugn Glay Tab S-ის ეკრანი, თუმცა ეს შთაბეჭდილება შეიძლება სუბიექტურიც იყოს. ეკრანი კორპუსში ისეა ჩასმული, რომ არ რჩება არანაირი კიდე და ის მთლიანად ავსებს სივრცეს.