დამფუძნებელი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ Dell.
Dell გეგმავს ორი ნეტბუქის გამოშვებას — Sparta და Athens, რომლებშიც გამოყენებული იქნება პროცესორები ARM-ის არქიტექტურის ბაზაზე.
პროგრამულ პლათფორმად არჩეულია ოპერაციული სისტემა Linux-ის ბირთვის ბაზაზე. ეს შეიძლება იყოს Google Android ან Moblin.
Sparta — ტრანსფორმირებული პორტატული კომპიუტერი სენსორული დისპლეით, ხოლო Athens —კლასიკური ნეტბუქი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 11 დიუმს, გაფართოვებით 1024×768 პიქსელი. მოწყობილობის სხვა მახასიათებლებს შორის ნახსენებია Wi-Fi-ის და Bluetooth-ის ადაპტერების დაყენების შესაძლებლობა და ასევე 3G მოდული მობილურ ქსელებში სამუშაოდ.
Sparta, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება შემდეგ კვარტალში — სავარაუდოდ ივლისში. Athens ანონსი დაგეგმილია 2011 წლის იანვარ-თებერვალში.
ასევე აღსანიშნავია, რომ 7-დიუმიანი პლანშეტი Dell Looking Glass წარმოდგენილი იქნება აგვისტოში ან სექტემბერში, ხოლი 2011 წლის თებერვალში გამოვა მისი გაუმჯობესებული ვერსია TV-ტუნერით.
გამოყენებულია Android Central-ის მასალები.


ჩვენი საიუბილეო პოსტი 🙂