ანტვერპენში კარლ დიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, აგორაფობიის (ძვ. ბერნძნული ἀγορά – „სივრცე“ და φόβος – „შიში“) – ღია კარების, ღია სივრცის შიშის მოსახსნელად ვირტუალურ რეალობას გამოიყენებენ. თანამედროვე, ურბანულ საზოგადოებაში სადაც დიდი რაოდეობის ადამიანები და სტრესი ყოველდღიური რეალობის ნაწილია, ფობიის ეს ტიპი ამა თუ იმ ფორმით საკმაოდ ხშირად გვხვდება და საკმაოდ საშიშიცაა იმის გამო, რომ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დეპრესიული სიმპტომები, რომლებსაცხშირად ადამიანები ყურადრებასაც კი არ აქცევენ.
ბელგიელების ექსპერიმენტი მოიაზრებს პაციენტის მოქცევას სიმულაციურ გარემოში, რომელშიც ხდება ფობიის გამოვლენისთვის საჭირო გარემოს ფორმირება – თვითმფრინავში, რომელიც სავსეა მგზავრებით, მატარებლის სადგურზე, სალექციო აუდიტორიაში და ა.შ. იმის ცოდნა, რომ მიმდინარე მოვლენები ვირტუალურია და ასევე ექიმების დახმარება პაციენტებს აძლევს საშუალებას დაიწყოს არაცნობიერი შიშების გაცნობიერება და შესაბამისად მათი კონტროლი, ასევე მკვლევარებს ეს პროცესი აძლევს საშუალებას დააკვრიდნენ პაციენტების გამღიზიანებელზე რეაქციას და შედეგად ისმევა ზუსტი დიაგნოზი. ხშირად აგორაფობებს პრობლემები აქვთ სივრცეში ორიენტაციისას, ასეთი ვარჯიშები კი ხელს უწყობს ვესტიბულარული სისტემის განვითარებას.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=AM3pUJAvhdA[/youtube]

