ipod-classic-f
Apple-მა მოკლა ორიგინალური iPod Classic, რომელიც წლების განმავლობაში მუსიკის მოყვარულების საუკეთესო გაჯეტი იყო. მელომანებისთვის წლების განმავლობაში ეს მოწყობილობა შეუცვლელი იყო თავისი მოცულობით, ხარისხით და ხელმისაწვდომობით. თან ნუ დაგავიწყდებათ პირველი რითაც კომპანია გამოცოცხლა სწორედ iPod-ები იყო, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიაც გადაარჩინა მაშინ, როცა პორტატიული mp3 ფლეერების კრიზისი იყო.

დღეს შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ის რელიქვიაა და ყველაფერი შეიცვალა ბაზარზე iPhone-ების და ფლეშ მეხსიერებით აღჭურვილი ახალი ფლეერების გამო. დღეს უკვე საჭიროც არ არის მთელი ჩვენი მუსიკალური ბიბლიოთეკა თან ვატაროთ, უმარავი სერვისები გვთავაზობს ნებისმიერი ალბომის ან კომპოზიციის სტრიმინგს ინტერნეტის საშუალებით ჩვენს მობილურ მოწყობილობებზე.

ამას რა თქმა უნდა თავისი დადებითი მხარეებიც აქვს და ნამდვილად არ მინდა ისევ მიწევდეს USB კაბელის მიერთება და iTunes-თან სინქრონიზაცია, რადგანაც ძალიან მაგარია, როცა შემიძლია ნებისმიერ ტრეკზე მივიღო წვდომა ნებისმიერი ადგილიდან. თუმცა არის შემთხვევებიც, როცა ქსელი არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე მეტად მოსმენადი კომპოზიციები ისედაც ლოკალურად მაქვს ჩამოტვირთული.

რადგანაც Apple-მა შეწყვიტა ამ პროდუქტის გამოშვება შესაძლოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მსგავსი მოწყობილობების გამოშვება მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც, რადგანაც ბაზარზე ცარიელი ნიშის გამოჩენა მემგონი ბევრისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.