რამდენიმე დღის შემდეგ რა Apple-მა წარმოადგინა iPhone 6, 6 Plus და Apple Watch და ბაზრის ახალ სეგმენტზე შევიდა მისი ხელმძღვანელი ტელევიზიით დაინტერესებაზე საუბრობს. გადაცემაში PBS-ზე საუბრისას მან თქვა, რომ კომპანიას ძალიან დიდი დაინტერესება აქვს სამომხმარებლო ბაზრის ამ სექტორისადმი. მან ახსნა თუ რატომ არის ტელევიზიის ყურების გამოცდილება იგივე რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო.
“დაფიქრდით რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება და საგნები თქვენს გარშემო” თქვა კუკმა და დაამატა, რომ საცხოვრებელ ოთახში ტელევიზორის საყურებლად შესვლა “დროის უკან დაბრუნების შეგრძნებას იწვევს”
როცა წამყვანმა, კითხა კუკს, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გამოსწორება მან Apple-ის სატელევიზიო გასართობ პროდუქტზე Apple TV-ზე მიუთითა და თქვა რომ ეს არის მიმართულება საითაც ჩვენ ვიყურებით.
სანამ კუკი და მისი წინამორბედი სტივ ჯობსი აკეთებდნენ მსგავს კომენტარებს ტელევიზის შესახებ მომხმარებლები კომპანიის გან მოელოდნენ ამ მიმართულებით რამე ახალი პროდუქტის გამოჩენას, თუმცა ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია და შესაძლოა წლის ბოლომდე არა მხოლოდ განახლებული iPad-ები არამედ Apple TV-ის ახალი ვერსია და ყველასგან მოულოდნელი Apple-ის ტელევიზორიც გამოვიდეს.
თუმცა არ არის გამორიცხული ისიც, რომ ეს უბრალო სატელევიზიო გამოსვლა იყოს და ამით დამთავრდეს ყველაფერი. ინტერვიუს განმავლობაში კუკმა Beats-ის ყიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყოველ დღე ფიქრობს Apple-ის დამფუძნებელსა და ყოფილ CEO-ზე სტივ ჯობსზე. მან თქვა: “ის ჩემს გულშია…[და] ღრმად Apple-ის DNA-ში.
The full interview airs Friday night at 11 p.m. ET on PBS, but some air times may differ depending on your location, according to the show’s website.
