UMK_comp_black_verge_super_wide

Microsoft-მა შექმნა iOS და Android პლანშეტებისთვის კლავიატურა შექმნა, რომელიც Windows-თან თავსებადია. ეს უცნაური ნაბიჯია და ხაზს უსვამს კომპანიის ახალ სტრატეგიას შექმნას პროგრამები, სერვისები და მოწყობილობები მოწინააღმდეგე პლატფორმებისთვისაც. ახალი უნივერსალური მობილური კლავიატურა, რომელიც ძალიან გავს Logitech-ის K480-ს და უბრალოდ დამატებული აქვს გადამრთველი iOS, Android და Windows პლატფორმებისთვის, ასევე Windows-ის Bluetooth რეჟიმები.

iOS და Android-ის მხარდაჭერა Microsoft-ისთვის უჩვეულო არ არის, მაგრამ კომპანია ამ შემთხვევაში ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და კლავიატურაში დაამატა Android-ის home ღილაკი და Apple-ის cmd, ამის გარდა მას არც კი დაუტანია Windows-ის ლოგო კლავიშებზე. ეს პირველი კლავიატურაა Mcirosoft-ის გამოშვებული სადაც ტრადიციული Windows ღილაკი არ არის.

გადამუხტვადი აკუმულატორი, რომელიც კლავიატურაშია მოთავსებული მუშაობს 6 თვის განმავლობაში ერთი დამუხტვით. 10 წუთის დამუხტვა იძლევა ერთი დღის მუშაობისთვის საკმარის ენერგიას. კლავიატურის გამოშვება დაგეგმილი ოქტომბერში და მისი ფასი 79,95$ იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.