OLYMPUS DIGITAL CAMERA

Google-ის Android საოპერაციო  სისტემის შემდეგი ვერსია, რომელცი ცნობილია Android L-ის სახით, ავტომატურად დაშიფრავს მონაცემებს, რითაც გართულდება სამართალდამცავებისთვის და უსაფრთხოების პერსონალის მიერ პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ Android-ში უკვე არის ინფორმაციის დაშიფრვის საშუალება, შემდეგი თვის განახლება ავტომატურად გააქტიურებს შიფრაციას ყველა მომხმარებლისათვის.

ეს არის საპასუხო სვლა Apple-ის განცხადებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ კომპანია არ შეინახავს და არ გასცემს წვდომას მომხმარებლების მონაცემებზე iOS და Mac OS X საოპერაციო სისტემებისათვის. ორივე კომპანია განიცდის დიდ ზეწოლას საზოგადოების მხრიდან, როცა ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოება და სხვა ქვეყნების შესბამისი სტრუქტურები მხილებულ იქნა მომხმარებლების შპიონაჟში. ამავდროულად ეს სვლა ორივე კომპანიას გზას გაუხსნის თავისი მოწყობილობების სახელმწიფო სტრუქტურებში დანერგვაში.

ერთადერთი ნეგატიური ასპექტი ის არის, რომ კრიმინალის გამოვლენაში და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაში შეიქმნება სერიოზული პრობლემები. შიფრაციის მასიური დანერგვა მომხმარებლებში გამოიწვევს შეფერხებებს კრიმინალის აღმოჩენასა და დანაშაულის პრევენციის საკითხებში.

ძველი მოწყობილობები ამ განახლებას საკმაოდ ნელა მიიღებენ, თუმცა Google-ის ახალი პლანშეტი და სხვა მწარმოებლების ახალი ტელეფონები, რომლებიც უკვე Android L-ის ბაზაზე იქნება, ამ ფუნქციონალს ავტომატურად მიიღებს და ის ჩართვისთანავე გააქტიურებული იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.