მეცნიერებმა გამოარკვიეს, თუ საიდან გაუჩნდა ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა, ასევე პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. საკუთარი კვლევის შედეგები კი გამოაქვეყნეს ჟურნალ Science-ში.
სარა პროსნანმა და ფრანს დე ვალმა, სხვადასხვა ცხოველების სახეობების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კოლექტიურად მცხოვრები სახეობები ხშირად გამოთქვამენ პროტესტს (მეტ-ნაკლებად აშკარად), იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე დავალების შესასრულებლად მათ ნაკლები ჯილდო ხვდება ვიდრე პარტნიორს. თუმცა მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში მოთმენა და შემდგომი ჯილდოს დალოდება, ანუ ისინი ვარაუდობენ, რომ მომავალში იმის შანსი რომ ორივემ მიიღონ თანაბარი ჯილდო დიდია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმაღლესი პრიმატები, თანამშრომლობენ პარტნიორებთან, ასევე მზად არიან უარი თქვან მომენტალურ მოგებაზე, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად და ასევე საერთო საქმის გაგრძელების მიზნით, მომავალი ჯილდოს მოლოდინში.
„იმისთვის, რომ გამოიყენო, მომავალზე გათვლილი თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი, არა მარტო მომავალზე უნდა ფიქრობდე, არამედ ასევე უნდა ფლობდე ძლიერ თვითკონტროლს, იმისთვის, რომ არ გაბრაზდე, როდესაც არ შეგხვდება ჯილდო. ბევრმა სახეობამ გააკეთა სამართლიანობის გრძნობისგან გამოწვეული პირველი ნაბიჯი (დაიწყეს უკმაყოფილების გამოხატვა ჯილდოს არასამართლიანი გადანაწილების გამო), თუმცა მხოლოდ ცოტა მათგანი მივიდა მეორე ეტაპამდე, როდესაც სამართლიანობას მთელი ჯგუფის თვალთახედვით უყურებ, გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა პროსნანმა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=meiU6TxysCg[/youtube]
წყარო: Sciencemag

