GNOME-მა გამოაცხადა GNOME 3.14-ის გამოსვლის შესახებ. GNOME 3.10 გამოვიდა 2014 წლის მარტში.
3.14 თავის წინაპრებთან შედარებით უფრო ნათელ ფერებშია. თუმცა, ჯერ კიდევ ემატება 30 000-მდე ცვლილება, შემუშავებული ათასობით მონდომებული დეველოპერის, დიზაინერებისა და მოხალისეების.
პრაქტიკული ცვლილებები და ახალი მახასიათებლები
თაჩსკრინის ჟესტები დამატებულია GTK+ აპლიკაციებში და GNOME-ში. მაგალითად, თუ გინდა გახსნა შეტყობინების პანელი, გაუსვი ეკრანის ქვედა ბოლოდან მაღლა. Apps Overlay-სთან წვდომისთვის კი გჭირდება მხოლოდ ერთი თითის გასმა მარცხნიდან.
ამ დროისთვის არსებული GNOME-ის ჟესტების სრული სია
მნიშვნელოვანი სიახლეა WiFi დაშვების ვებ-პორტალის გაუმჯობესება. როდესაც ვუერთდებით ქსელს, რომელსაც ავტორიზაცია ჭირდება სახელითა და პაროლით შეერთებისას, ნაცვლად გასაღებისა, გამოვა სპეციალური ვებ-გვერდი მომხმარებლის ავტორიზაციისთვის.
ლოკაციის ამოცნობის სიზუსტის გასაზრდელად, 3.14 იყენებს Mozilla Location Service-ს. ის გამოიყენება 3G-გეოლოკაციისთვის და გეო-IP-სათვის არსებული Wi-Fi გეოლოკაციის სიახლოვეს.
სხვა მახასიათებლები:
- აპლიკაციის ფანჯრებს ახსოვთ, რომელ მონიტორზე იყვენენ ისინი ბოლოს გაშვებულნი
- ახალი ანიმაცია, როდესაც ვხსნით აქტივობების მიმოხილვას
- ახალი გადასვლები, როდესაც ვხსნით, ვხურავთ და ვაპატარავებთ ფანჯრებს
- საათი და კალკულატორი დამატებულია ძიებაში
- Adwaita დაყენებულია დეფოლტ თემად
- ინტერაქტიული DTK+ ინსპექტორი
- Robust CSS და SVG თემების კომპონენტების მხარდაჭერა
- ლოკაციის სერვისები დამატებულია Privacy Setting-ში
GNOME აპლიკაციების განახლებები
ამინდის აპლიკაცია იყენებს გეოლოკაციას, რათა ამოიცნოს შენი მდებარეობა და გაჩვენოს ამინდის პროგნოზი. GNOME გეგმავს შემდეგ ვერსიებში დაამატოს მეტი მონაცემები ამინდის პროგნოზში.
რუკას დამატებული აქვს მარშუტის დაგეგმვის ფუნქცია. ის გთავაზობს სხვადასხვა ვარიანტს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და გიჩვენებს მიმართულებებს.
Evince სრულიად გადაკეთებულია. ადგილის ეკონომიის მიზნით პანელი განთავსებულია სათაურის ზოლში. აქვს HiDPI ეკრანების მხარდაჭერა. როდესაც გავხსნით Evince-ს გვიხსნის ბოლოს გაშვებულ დოკუმენტებს.
GNOME-ის ვირტუალურ მანქანას საგრძნობლად გაეზარდა ფუნქციონალი. შესაძლებელია ვირტუალური მანქანის იმიჯების დამატება, შესაძლებელია რამდენიმე ფანჯრის ერთდროულად გაშვება, შეცდომების შესწორება და Debian-ზე დაფუძნებული ინსტალაციისთვის მომზადება.
ფოტოებს ახლა უკვე აქვს Google/Picasa და ლოკალური მედია სერვერების მხარდაჭერა. მუსიკას დაემატა მხარდაჭერა ონლაინ მუსიკის პროვაიდერებისათვის და ასევე, აქვს გლობალური ძიები
ს ფუნქციონალი.
Wayland-ის შესახებ
3.14 ავსებს წინა ვერსიებში გამოტოვებულ Wayland-ის ფუნქციონალს: თაჩსკრინის მხარდაჭერა, დიდი გარჩევადობის ეკრანები, ფანჯრის ზომის შეცვლა, აღებისა და ჩაგდების ფუნქციონალი. Wayland შესაძლებელია გახდეს ძირითადი GNOME-სთვის.
Ubuntu 14.10 არ გამოვა GNOME 3.14-ით და მის ნაცვლად იქნება 3.10-ის და 3.12-ის ნაზავი.
თუ ვერ ითმენ და გაქვს თავისუფალი ადგილი USB დრაივზე ან გიგდია თავისუფალი დისკი, შეგიძლია გადმოწერო Fedora-ზე აგებული ლაივ იმიჯი GNOME 3.14-ით.



