Chrome Canary არის Google Chrome-ის ახალი სატესტო ვერსია, რომელიც შეგიძლია გადმოიწერო ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაკლიკვით.
ახალ სატესტო ბრაუზერს ჩაშენებული აქვს თამაში, რომელიც არ სრულდება. მასში შენ უნდა გადაახტე კაქტუსებს და გადაარჩინო T-Rex დინოზავრი. თამაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ოფლაინ, როდესაც ამოგიგდებს ცდომილებს გვერდს წარწერით: “Unable to connect to the Internet”. თამაში დამალულია.
შედარებისთვის, ეს არის Chrome-ის ცდომილების გვერდი, რომელსაც ბევრი მომხმარებელი ხედავს ამჟამად.
ეს კი არის ახალი ცდომილების გვერდი, რომელზეც არ ჩანს დამალული თამაში.
როდესაც დააჭერ ადგილის გამოსატოვებელ ღილაკს, T-Rex მოულოდნელად ახტება. მის ქვეშ არსებული მიწა გაფართოვდება და დინოზავრი დაიწყებს სირბილს.
თამაშში შენ აგროვებ ქულებს და ყოველი 100ქულის შემდეგ დინოზავრი ზეიმობს :დ სამწუხაროდ, როდესაც განაახლებ გვერდს, შენი ქულები ქრება. უსასრულო თამაში კლასიკური ჟანრია, რომელიც მობილურ მოწყობილობებშია უფრო პოპულარული და შესაძლოა ბრაუზერის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდეს მსგავსი რამ.
Chrome Canary არის უახლესი ფუნქციონალით დატვირთული ოფიციალური პროდუქტი, რომელიც Chrome dev და Chromium snapshot ანაწყობების ნაზავია. მიმდინარე ვერსია 39 შეიცავს ფუნქციონალს, რომელიც სტანდარტულ Chrome-ში წლის ბოლოსკენ იქნება გამოშვებული.




