
გამოვიდა LibreOffice 4.3.2, მეორე მინორული განახლება 4.3-ის სერიიდან და გადმოსაწერად მალევე გახდა ხელმისაწვდომი.
პროექტის მეოთხე დაბადების დღემდე ამ რელიზის გამოშვება Document Foundation-ის აზრით არც ისე მინორულია და მასში 80-ზე მეტი პროგრამული შეცდომაა ჩასწორებული, მათი თქმით, ასევე გამახვილებულია ყურადღება Microsoft Office-ის DOCX, XLSX და PPTX ფაილების წაკითხვის პრობლემებზე.
გაუმჯობესებული ფაილური თავსებადობა ეხმარება ბიზნესებს და მთავრობებს, რომლებიც Microsoft-ის პროპრიეტარული პაკეტის ნაცვლად ღია კოდის ალტერნატივას იყენებენ.
ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ LibreOffice-ის Wiki გვერდზე.
