
გუშინ Microsoft-მა Windows-ის შემდეგი რელიზის დეტალები წარმოუდგინა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას და შეგვპირდა, რომ ძალიან მალე (უკვე დღს) ხელმისაწვდომი გახდება ტექნიკური პრევიუ ვერსია. სანამ ყველა ჩვესნავე კომპიუტერებზე შევძლებთ ახალი რელიზით დატკბობას, მანამდე მინდა წარმოდგენიდან წამოღებული სქრინშოტები და ახალი საოპერაციო სისტემის ზოგიერთი საინტერესო თავისებურებების შესახებ გითხრათ. ყველაზე მთავარის გახლავთ ის, რომ Windows 8 და 8.1 სისტემებში Microsoft-მა ფოკუსი თაჩ მოწყობილობებზე გააკეთა და როცა მიხვდა, რომ დესკტოპზე თაჩის ადგილი არ არის Windows 10-ში დააბრუნა ყველა ის საჭირო ფუნქციონალი რაც გადააგდეს და ახალს თავისი ადგილი მიუჩინა.
ყველაზე საჭირო და მოსალოდნელი ცვლილება არის Start მენიუ, რომელიც Windows 7-ის მერე დამატებითი აპლიკაციების გარეშე საერთოდ ამოიღეს სისტემიდან. ცვლილება აქ თითქმის არ არის და ის პირვანდელი ფუნქციონალით დაუბრუნდა მონატრებულ მომხმარებელს. მოდერნიზაცია Start მენიუს ძალიან დადებითად შეხო და ახლა უკვე შესაძლებელია მისი პარამეტრების შეცვლა, ზომის დარეგულირება, მასზე მოდერნ და ტრადიციული აპლიკაციების მიპინვაა შესაძლებელი, რითაც მომავალი Windows-ის მომხმარებელი ნამდვილად არ მოიწყენს და ძველი კონსერვატიულად განწყობილიც კი კმაყოფილი დარჩება.

კიდევ ერთი დიდი დამატება არის Task View ღილაკი, რომელიც ამოცანათა პანელშია ქვევით მოთავსებული.ამ ღილაკზე დაჭერით აღმოჩნდებით მრავალამოცანიანობის რეჟიმში, რომელიც ძალიან გავს Apple-ის OS X ის Expose ფუნქციონალს. აქ ხელმისაწვდომია მულტი-დესკტოპი და შესაძლებელია აპლიკაციების გადატანა სხვა და სხვა სამუშაო სივრცეებში. ეს ნამდვილად ის ფუნქციონალია, რომელიც Windows-ში საჭირო იყო ყოველთვის მაგრამ შეუძლებელი იყო გარეშე პროგრამების საშუალებით ამის სრულყოფილად გაკეთება.

ასევე არის მინიშნებებიც, რომ Microsoft უფრო მეტად გააუმჯობესებს სამომხმარებლო ინტერფეისს. აპლიკაციების ფანჯრებს გაუჩნდა ჩრდეილები, ახალი პანელი გამოხატულად ასხვავებს გაშვებულ აპლიკაცებს და ასევე შეინიშნება ახალი იკონები ფაილების ექსპლორერისთვისა და დესკტოპისთვის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნება, როცა Microsoft თავიდან ბოლომდე შეცვლის ყველაფერს და Windows 10-ის რელიზისათვის ყველა იკონადა ფანჯარა უფრო თანამედროვედ იქნება შესრულებული.
Windows 10 შესაძლოა ძალიან მარტივად გამოიყურებოდეს და ლოგიკურიც იყოს მასში მომხდარი ცვლილებები, მაგრამ ჩემთვის ეს კიდე უფრო მეტის მანიშნებელია და ვფიქრობ კომპანიას ახლა უფრო კარგად ესმის თავისი მომხმარებლების სურვილები. Microsoft-ის ჯო ბელფორმა დემონსტრაციისას აჩვენა ბრძნების ზოლის განახლება სადაც როგორც იქნა შესაძლებელია დირექტორიების Copy+Paste ფუნქციით გადატანა კლავიატურის საშუალებით. ეს არის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ფუნქციონალის დემოსტრაცია რაც შეიძლება Microsoft-ს პრეზენტაციაზე ეჩვენებინა, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ Windows 10 იქნება შემდეგი Windows 7 უფრო მეტი ცვლილებებით და გაუმჯობესებით.
