
Apple Watch-ის გამოჩენა სხვა კომპნიების მხრიდან გარკვეულ საშიშროებად აღიქმება, რაც ბუნებრივიცაა. Pebble-ის საიტზე გამოჩნდა სარეკლამო ბანერი სადაც გამოსახულია საათი ეკრანზე ტექსტით “Chill” (დამშვიდდი) , რის ზევითაც არის წარწერა სიტყვებით “Breathe, Jonny. Its just a watch.” (ამოისუნთქე ჯონი, ეს უბრალოდ საათია)
ამასთანავე კომპანია რეკლამას უკეთებს თავისი საათის აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობას, რომელიც 7 დღემდეა. “რატომ ვზომავთ ბატარეის ხანგრძლივობას დღეებში? იმიტომ, რომ შეგვიძლია.” ამით კომპანია აქცენტს აკეთებს სხვა ჭკვიანი სააათების სუსტ მხარეებზე, მათ შორის Samsung-ის Galaxy Gear და Moto 360, რომლებიც მხოლოდ დღის ბოლომდე ძლებენ დამუხტვის გარეშე.
Apple-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია Watch-ის ბატარეის ხანგრძლივობა, თუმცა ჭორის დონეზე ვიცით, რომ ისიც დღის ბოლომდე ძლებს და ღამე დამუხტვას საჭიროებს. როგორც ჩანს კომპანია მუშაობს პარგრამული მხარის ოპტიმიზაციაზე, რომ გაახანგრძლივოს დამუხტვებს შორის ინტერვალი, ამიტომაც ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა.
Pebble ყურადღებას ამახვილებს, იმაზეც რომ მათი პროდუქტი იაფია და არა ძვირადღიებული სათამაშო “ჩვენ არ გვინა შევქმნათ ძვირადღირებული სასაჩუქრე საათი”, “Peblle შექმნილია რეალური ადამიანების მიერ რეალური ადამიანებისთვის” და ბოლოს “ჩვენ შევქმენით საათი. ჩვენ არ გადაგვიწყვეტია გლობალური დათბობის პრობლემა.”
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია აპირებს ფასების დაწევას ორივე მოდელისთვის. სტანდარტული Pebble – 99$, ხოლოდ Pebble Steel – 349$ ეღირება. ორივე ოფცია გაცილებით უფრო იაფია ვიდრე Apple Watch, რომელიც გვპირდებიან, რომ 349 დოლარად გაიყიდება.
Pebble-მა ასევე წარმოადგინა ახალი ჯანმრთელობის და ფიტნესის ფუნქციონალი თავის მოწყობილობებზე. განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში შესაძლებელია აქტივობების უწყვეტი მონიტორინგი და ძილის ციკლებზე დაკვირვება.
წყარო: Pebble
