
Hewlett-Packard ოფიციალურად გაიყოფა ორ ნაწილად. HP-ის ოფიციალური ანონსი დღეს გაკეთდა და კომპნია პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერების ბიზნესს განაცალკევებს ენტერპრაისისა და სერვისების ბიზნესისგან. ეს გაყოფა ნიშნავს, რომ მიმდინარე დირექტორი მეგ უიტმანი გახდება PC და პრინტერების უფროსი და გააგრძელებს ასევე ენტერპრაის ბიზნესის ხელმძღვანელობასას. დიონ ვეისლერი, რომელიც არის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესის დირექტორი ხემლძღვანელობას გაუწევს PC და პრინტერების ბიზნესს.
HP Enterprise არის ახალი ნაწილი კომპანიაში და HP Inc გააგრძელებს მუშაობას PC და პრინტერების მიმართულებით. “გადაწყვეტილება გაგვეყო ბიზნესი ორ ბაზარზე ლიდერ კომპანიებად ხაზს უსვამს ჩვენი შემობრუნების გეგმას” ამბობს მეგ უიტმანი. “ეს ორივე ახალ კომპანიას დამოუკიდებლობას, ფოკუსს, ფინანსურ რესურსებს და მოქნილობას მისცემს, რითაც ადვილად მოერგება ბაზარს და მომხმარებლის დინამიკას” HP 2015 ფისკალური წლის ბოლოსკენ გეგმავს ამ გაყოფის დასრულებას.
