teach

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მემკვიდრეობითობის გავლენა სკოლის აკადემიურ მოსწრებაზე. გამოსაშვები გამოცდების შედეგების გადახედვის შედეგად (2010-2012 წლის გამოცდები), გაარკვიეს, რომ გენეტიკური ფაქტორებით შეიძლება აიხსნას შედეგების 60 პროცენტი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

დიდ ბრიტანეთში გამოსაშვებ გამოცდებზე სავალდებული საგნებია ინგლისური, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რომლებსაც მოსწავლეები 16 წლის ასაკში აბარებენ. მკვლევარებმა განიხილეს 6653 წყვილი ტყუპის შედეგები, მათ შორის მონოზიგოტური და ჰეტეროზიგოტური. ორივე ტიპის ტყუპების შედარებამ მათ მისცა საშუალება გამოერკვიათ აკადემიური მოსწრების ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკასა და აღზრდასთან.

ნიშნების გარდა, მეცნიერებმა ტესტების მეშვეობით გაზომეს ტყუპების 83 ფსიქოლოგიური თავისებურება, მათ შორის ინტელექტის დონე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრებოდა გენეტიკით 35-58 პროცენტ შემთხვევაში, ნიშნები განპირობებული იყო გენების მიერ 60 პროცენტ შემთხვევაში. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გენების როლი გამოცდების ნიშნებში განპირობებულია არა მხოლოდ ინტელექტით, ასევე სხვა თვისებებითაც (როგორც გენეტიკური ისე შეძენილი).

წყარო: pnas.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.