
კომპანია Google გეგმავს თავის ონლაინ მაღაზიაში Play Sotre ფასიანი პროგრამების ტესტირების პრინციპულად ახალი გამოცილდება დანერგოს. როგორც ცნობილი გახდა ახალი ფუნქცია დეველოპერების ინსტრუმენტების ახალ ვერსიაში დაემატება და მიკრო-აპლიკაცეიბის შექმნას გახდის შესაძლებელს, რომლებიც იგივე ფუნქციებით იქნება აღჭურვილი რითაც ფასიანი პროგრამები, მაგრამ საგრძნობლად შეკვეცილი ვარიანტის სახით.
Google-ის სტატისტიკის თანახმად Play Store-დან აპლიკაციების ჩამოტვირთვის სტატისტიკა 50%-ით მეტია ვიდრე Apple-ის App Store-ში მაგრამ აქედან მხოლოდ მომხმარებლების 10% ყიდულობს თამაშებს ან პორგრამებს. გასული წლის განმავლობაშ Google-მა დეველოპერებს 5 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა თუცა ეს არაფერია Apple-ის 10 მილიარდთან შედარებით.
ის თუ როდის მოხდება ახალი ფუნქციონალის დანერგვა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მოლოდინი, რომ ამით აპლიკაციების ყიდვის სტატისტიკა საგრძნობლად გაიზრდება ჩემი აზრით გადამეტებულია.
