
Nikon განაგრძობს Coolpix-ის აპარატების ხაზის გაფართოებას: მოდელებით S8000 და P100 კომპანიამ ანონსირება გაუკეთა ფოტოაპარატ S3000.
აპარატი მიეკუთვნება მინიატურული მოწყობილობის კატეგორიას. მისი ზომებია 94×56×19 მმ და იწონის მხოლოდ 116 გრმას. კამერაში გამოყენებულია 1/2,3 დიუმიანი CCD-მატრიცა 12 მლნ პიქსელით და ობიექტივი Zoom-Nikon ოთხნაწილიანი ოპტიკური გადიდებით. ფოტოაპარატს შეუძლია გაარჩიოს 4000×3000 წერტილი და ჩაიწეროს ვიდეოები გარჩევადობით 640×480 პიქსელი (სამწუხაროდ 720p ფორმატის მხარდაჭერა არ აქვს).
აპარატს აქვს 2,7 დიუმიანი დისპლეი, 47მბ ინტეგრირებული მეხსიერება და SD/SDHC ფლეშ ბარათების სლოტი. ფუნქცია Smile Timer უზრუნველყოფს სურათის ავტომატურად გადაღებას, თუ ადამიანი კადრში იღიმება. მგრძნობელობა— ISO 80–3200.
ფოტოაპარატი მიზანმიმართულია, პირველ რიგში დამწყები მომხმარებლისთვის. მისი გაყიდვა დაიწყება შემდეგი თვის შუა რიცხვებისთვის და სავარაუდო ფასი იქნება 140 ევრო. აპარატი შეიძლება შევიძინოთ შვიდი განსხვავებული ფერის კორპუსით.
გამოყენებულია Digital Photography Review -ის მასალები.
