Search

Intel-ის პატარა USB კომპიუტერი

intel_windows_81_onastick

გინდათ Windows 8.1-ის სრული ვერსია გაუშვათ ისეთი მოწყობილობიდან, რომელიც USB ფლეშ დრაივის ზომისაა? Intel-მა წარმოადგინა Bay Trail-ზე დაფუძნებული Atom პროცესოით აღჭურვილი კომპიუტერი. ამ პროდუქტის ორი ვარიანტი არსებობს, ერთი რომელიც ოთხ-ბირთვიან  Z3735G Bay Trail ჩიპზეა 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და შეუძლია Windows 8.1-ის 32 ბიტიანი ვერსიის გაშვება. მეორე იგივე ჩიპის Z3735F ვერსიაზეა აგებული და 2 გიგაბაიტი RAM აქვს რაც 64-ბიტიანი Windows-ის გაშვებას ხდის შესაძლებელს. ამ მოწყობილობებზე ასევე შესაძლებელია Linux და Android საოპერაციო სისტემების გაშვებაც.

ციცქნა კომპიუტერზე განთავსებული ორი USB 2.0 პორტი, microSD ბარათების სლოტი და HDMI პორტი. მისი ყიდვა შეიძლება 16 ან 32 გიგაბაიტი ჩაშენებული შიდა მეხსიერებით. რაც მთავარია მას აქვს 802.11 b/g/n და Bluetooth უკაბელო ქსელების მხარდაჭერა.

Aliexpress-ზე ამ მოწყობილობის 32-ბიტიანი ვერსიის შეძენა დაახლოებით 125$ არის შესაძლებელი და ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი როდის გაეშევება ეს პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით. მოსალოდნელია, რომ ეს კომპიუტერი წინასწარ დაყენებული Windows 8.1-ით არ გამოვა.

საინტერესოა რაში გამოადგება ჩვეულებრივ მომხმარებელს ასეთი მოწყობილობა. მულტიმედიური ფუნქციონალით აღჭურვილი უამრავი Android მოწყობილობები არსებობს და გაცილებით იაფადაც, HD ტელევიზორზე მიერთების საშუალება Chromecast-ის მსგავსი ფუნქციონალით სრულიად საკმარისია და Windows 8.1-ის გაშვება დიდ ეკრანზე პულტით სამართავად არც ისე მიზანშეწონილად მიმაჩნია.