პერსპექტიული ორბიტალური ამერიკული თავდაცვითი უპილოტო საფრენი აპარატი X-37B თითქმის ორწლიანი ფრენების შედეგად დაეშვა კალიფორნიაში. ამის შესახებ იტყობინება Space.com
უპილოტო აპარატი ადგილობრივი დროით 09:24 საათზე დაეშვა ავიაბაზა ვანდერბერგზე. მრავალჯერადი აპარატის გაშვება მოხდა 2012 წლის 12 დეკემბერს, მან ორბიტაზე 674 დღე გაატარა, სატესტო ორბიტალური აპარატების მისიის ფარგლებში (Orbital Test Vehicle). აღნიშნული მისიის ფარგლებში ამ დროისთვის განხორციელდა სამი უპილოტო აპარატის გაშვება, მათ ჯამში 1367 დღის განმავლობაში იფრინეს.
როგორც აღინიშნა, ფრენების მიზანი გასაიდუმლოებული იყო. The Independent-ის მიხედვით, უპილოტო აპარატის მეშვეობით ხდებოდა იმ ტექნოლოგიების ტესტირება, რომლებიც შემდგომში გამოიყენება თანამგზავრების გაშვებისათვის.
X-37B-ის სიგრძე 8.8 მეტრია ხოლო ფრთის სიგრძე – 4,5 მეტრი. უპილოტო აპარატის მასა, რომელსაც თვითმფრინავის რეჟიმში შეუძლია ორბიტიდან ჩამოსვლის შემდეგ დაჯდომა დაახლოებით ხუთ ტონას შეადგენს. დაუდასტურებელი მონაცემების მიხედვით, პერსპექტივაში ასეთი უპილოტო აპარატები განახორციელებენ სადაზვერვო დავალებებს და ასევე განათავსებენ კოსმოსურ აპარატებს ორბიტაზე.
წყარო: Space.com