3D printer

28 წლის იაპონელ ესიტომო იმურას (Yoshitomo Imura) მიუსაჯერ 2 წლიანი ციხის განაჩენი 3D პრინტერზე იარაღის ამობეჭდვისა და მისი შენახვისათვის. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse.

2014 გაზაფხულზე იმურამ მიიქცია პოლიციის ყურადღება იმით, რომ მან ინტერნეტში დადო ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ააწყო იარაღი 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებისაგან. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან იარაღის ხუთი ნიმუში ამოიღეს.

მსოფლიოში პირველი ბოლომდე 3D პრინტერზე ამობეჭდილი ცეცხლსასროლი იარაღი სატესტოდ გამოყენებული იქნა 2013 წლის მაისში ამერიკელი კოდი უილსონის მიერ. ამ დროიდან ამერიკელებმა დაიწყეს ნახაზების გავრცელებასთან ბრძოლა.

წყარო: afp.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.